"პუტინისტებმა რუსეთი დიდ ბუტაფორიად აქციეს" - რას წერენ მოსკოველები გრიგალის შემდეგ სოციალურ ქსელებში? - კვირის პალიტრა

"პუტინისტებმა რუსეთი დიდ ბუტაფორიად აქციეს" - რას წერენ მოსკოველები გრიგალის შემდეგ სოციალურ ქსელებში?

"როგორც ამბობენ, ყველა საინფორმაციო საშუალებამ მიიღო სმს გაფრთხილება, რათა ხალხი მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გაეფრთხილებინათ, თუმცა ეს ინფორმაცია არ გაავრცლეს, ვითარება რომ დაწყნარდება, იმედია, ყველაფერი გაირკვევა"

მოსკოვში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. როგორც სახელმწიფო უწყებები აცხადებენ, დაშავებულთა შორის 20 ბავშვია. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, სულ 150 ადამიანზე მეტი დაშავდა, მათგან 108 საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ქარიშხალმა 3500-ზე მეტი ხე მოგლიჯა, დაზიანდა 140 საცხოვრებელი კორპუსი და ასევე 1500 ავტომობილი.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვის მოსახლეობას მოსალოდენლი სტიქიის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაეგზავნა, თუმცა რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობის მტკიცებით, მსგავსი შეტყობინება, ფაქტობრივად, არავის მიუღია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა დაზარალებულთა კომენტარები, ისინი "ტვიტერისა" და "ფეისბუკის" საშუალებით აქვეყნებდნენ ვიდეოებსა და ფოტოებს სადაც კარგად ჩანდა თუ რამხელა ზარალი მიადგა მოსახლეობას:

"ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, ჩვენს წინ შენოებებს ფანჯრები ჩაუმსხვრი, ასეთი საშინელი ქარი მოსკოვში აქამდე არ ყოფილა. ჩვენი სახლის წინ კორპუსი შენდება, ირგვლივ სამშენებლო მასალებია მიმოფანტული. ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება არ ყოფილა".

"ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. ამბობენ, "მედვედევ-აიფონას" დაეცა ხეო, იმედი მაქვს, ვერ გამოძვრა. არცერთი თანამგზავრი არ დატოვეს დაუზიანებელი, აბა, როგორ შეიძლება გრიგალი უეცრად ამოვარდნილიყო, ისე, რომ წინასწარ არ სცოდნოდათ და ხალხი არ გაეფრთხილებინათ. პუტინისტებმა რუსეთი დიდ ბუტაფორიად აქციეს. კრემლის არხებს, პროპაგანდის ნაცვლად, ერჩიათ მოსახლეობა მოსალოდნელი უბედურების თაობაზე გაეფრთხილებინათ".

"როგორც ამბობენ, ყველა საინფორმაციო საშუალებამ მიიღო სმს გაფრთხილება, რათა ხალხი მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გაეფრთხილებინათ, თუმცა ეს ინფორმაცია არ გაავრცლეს, ვითარება რომ დაწყნარდება, იმედია, ყველაფერი გაირკვევა".

"ინტერფაქსის" ცნობით 29 მაისს მომხდარი გრიგალი ყველაზე დიდი სიკვდილის მატარებელი იყო ბოლო 100 წლის განმავლობაში მოსკოვის ისტორიაში.

ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა ეკა გადახაბაძემ