მორატორიუმი გამოცხადებულია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღარ გაიყიდება - კვირის პალიტრა

მორატორიუმი გამოცხადებულია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღარ გაიყიდება

სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. ის დაჩქარებული წესით განიხილეს და პროექტს 87 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.