ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თამარ მეფის გამზირზე ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"