გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
გორი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. ავრიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა ერთი დაშავებული ჰოსპიტალიზაციის პროცესში გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სამი ეკიპაჟი მუშაობდა. ადგილზე მისულ მედიკოსებს ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში დახვდათ, რომელსაც პირველადი სამეციდინო დახმარება ადგილზე გაწია, თუმცა, იგი ჰოსპიტალიზაციის პროცესში გარდაიცვალა.
ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკა "გორმედში", მეორე კი - "გორის ჰოსპიტალშია" მოთავსებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
"ინტერპესნიუსი"