მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - კვირის პალიტრა

მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-141-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი), - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ-მ ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა, უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

სამართალდამცველებმა ჰ.ქ. ბრალდებულის სახით 2017 წლის 8 მარტს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჰ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"