ადვოკატებმა პარლამენტის წინ აქცია დაიწყეს
ადვოკატებმა პარლამენტის წინ მჯდომარე აქცია დაიწყეს. როგორც აქციის ორგანიზატორმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, აქციები 24-საათიან რეჟიმში 30
მაისამდე გაგრძელდება.
ხაჭაპურიძის განცხადებით, აქციებში ყოველდღე 10-15 ადვოკატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც როტაციის წესით შეიცვლებიან. ადვოკატები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მათ მოამზადეს ცვლილებების ათპუნქტიანი პაკეტი, რომელიც პარლამენტში შეიტანეს.
ადვოკატები მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევას, კომისიების პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას და საარჩევნო სიების დახვეწას. ამ მოთხოვნას ხელს აწერს 500-მდე ადვოკატი.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ვიდრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ შევა, მანამდე არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება.