რატომ ჩამოართვეს სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა - რას აცხადებს პოროშენკოს ადმინისტრაცია?! - კვირის პალიტრა

რატომ ჩამოართვეს სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა - რას აცხადებს პოროშენკოს ადმინისტრაცია?!

უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ოფიციალურად დაადატურა და მიზეზიც განმარტა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა, მოქალაქეობის საკითხების შესახებ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოართვა, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

"სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარდგენით, რომელმაც უტყუარი ფაქტები წარადგინა მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას არასწორი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, მოქალაქეობის საკითხის შესახებ კომისიამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო", - განმარტეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

როგორც პოროშენკოს ადმინისტრაციაში აღნიშნეს, პრეზიდენტმა რეკომენდაციის საფუძველზე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას.

"პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული განკარგულება არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს", - დასძინეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

"ინტერპრესნიუსი"