ოჯახის ინფორმაციით, კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს, ის ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება - კვირის პალიტრა

ოჯახის ინფორმაციით, კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს, ის ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება

"ჩვენთვის მთავარია, რომ ცოცხალია, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა..."

ოჯახის ინფორმაციით, კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს, ის ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს, ის ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი და, ანა დუღაშვილი ადასტურებს.

ანა დუღაშვილის განცხადებით, მათ ჯერ ზუსტად არ იციან თუ სად იმყოფება მხატვარი, თუმცა იციან, რომ ის ერთ-ერთ მონასტერშია.

"დედაოსთვის დაურეკავს ბესოს და მერე დედაომ დარეკა მისი ყოფილი მეუღლის ბიძაშვილთან შესატყობინებლად. სად არის არ ვიცით, ამას უკვე პოლიცია დაადგენს ტელეფონის ზარით. ჩვენთვის მთავარია, რომ ცოცხალია, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა... მთელი საქართველო ფეხზე რომ დადგა, ალბათ მონასტერშიც გაიგეს და უთხრეს შეეტყობინებინა ოჯახისთვის, რომ ცოცხალია. როგორც ვიცი, ჯერ არ ჩამოვა, განერიდა სიტუაციას და თავს იკავებს დაბრუნებისგან. დარჩება თავის თავთან მარტო და როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ, დაბრუნდება", - განაცხადა ანა დუღაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და დაიკითხებიან ოჯახის წევრები.

ბესიკ დუღაშვილს ოჯახი და სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გაუჩინარებამდე მან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვდა.

იხილეთ ასევე: "მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!" - დაკარგულ ბესიკ დუღაშვილს ჯერ კიდევ ეძებენ