თბილისსა და რუსთავში სპეცოპერაციის დროს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

თბილისსა და რუსთავში სპეცოპერაციის დროს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავების სპეცოპერაციები თბილისსა და რუსთავში ჩატარდა.

”ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 3 პირი, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით”, - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"