აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია - კვირის პალიტრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსს და მის მეუღლეს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლესა და დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ხვალვე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. ასევე იგეგმება მისი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება.