მაიკ პენსის 10 ციტატა - უმაღლესი დონის ვიზიტის საკვანძო ფრაზები
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველო უკვე დატოვა. ის მეუღლესთან ერთად საქართველოს 31 ივლისს ეწვია და ორი დღის განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრები გამართა, ასევე დაგვიტოვა არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი.
გთავაზობთ საქართველოში ვიზიტისას ვიცე-პრეზიდენტის წარმოთქმულ 10 ფრაზას:
"აშშ-ის პრეზიდენტმა მომავლინა მარტივი გზავნილით - ჩვენ თქვენთან ვართ!"
"ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ქართული ანდაზა ამბობს - "ძალა ერთობაშია"
"ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია"
"საქართველოს მომავალი დასავლურ სამყაროშია"
"საქართველო საბჭოთა კავშირის საპყრობილეში იყო მოქცეული"
"გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე"
"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული და ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს მიწა-წყლის ოკუპაციას. აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხადრაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არც ერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრინციპი".
"საბჭოთა კავშირი ცდილობდა წაეშალა თქვენი ისტორია, ამოეშალა და ხელეყო თქვენი თვითმყოფადობა. საბჭოთა კავშირის მსხვრევის შემდეგ საქართველომ აღიდგინა თავისუფლება, თქვენ ევროპის თავისუფალ ერებს და ამერიკას მეგობრობის ხელი გაუწოდეთ და ამერიკამაც იგივეთი გიპასუხათ"
"იმედი მაქვს, რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი პერიოდი დადგება, მაგრამ მოსკოვის ბოლო ნაბიჯები ნამდვილად არ არის მიმართული ამისკენ. ის ვერ შეარყევს ჩვენს თავისუფლებას და ვერც ერთი თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის პოზიციას, ისეთის, როგორიც საქართველოა.
"დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას"