ბათუმში გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა - კვირის პალიტრა

ბათუმში გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა

ბათუმში, გვიან ღამით, კლუბ "სექტორ 26"-ში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის ადგილიდან დაჭრილი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. იგი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.