3 აგვისტოს, საღამოს ანაკლიაში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.ამასთან ირკვევა, რომ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნებით GEM FESt-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყავნეს. ამ დროისთვის ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.Ambebi.ge-თვის ცნობილი გახდა გარდაცვლილი გოგონას ვინაობა. (გაგრძელება)იხილეთ ასევე: წუხელ ზუგდიდის საავადმყოფოში GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს