ყაზბეგში მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა - ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ყაზბეგში მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა - ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ყაზბეგში მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია სავარაუდო ბრალდებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას.

"ინტერპრესნიუსი"