ახალი დეტალები პუტინის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები პუტინის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ

"თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება", - ასე უპასუხეს "ინტერპრესნიუსს" რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში, აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ არის განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და დე-ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შორის შეხვედრა დღეს ბიჭვინთაში უნდა გაიმართოს.

"ინტერპრესნიუსი"