განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

შსს-მ განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ფირფიტა 28 დანაყოფით, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბ.კ.-ს მარიხუანის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და "მდმა"-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"