შსს: "ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს" - კვირის პალიტრა

შსს: "ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს"

"მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

"მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს თეა პერტაია.

ცოტა ხნის წინ, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორია დამსვენებლებმა ძლიერი კვამლის გამო დატოვეს.