ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ძმები დააკავეს - კვირის პალიტრა

ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ძმები დააკავეს

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს. "იმედის" ინფორმაციით კი, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ძმები ჯაფაროვებია დაკავებული.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე სპეცრაზმელები მუშაობენ.