"... პირველი საუბარი დავოსში შედგა... კვირიკაშვილმა პოროშენკოს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი არ გვჭირდებაო" - კვირის პალიტრა

"... პირველი საუბარი დავოსში შედგა... კვირიკაშვილმა პოროშენკოს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი არ გვჭირდებაო"

Страна.ua-მ გუშინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერი" ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.

”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, როგორც რუსი "პრანკერი" მათთან კომენტარისას ამბობს, მან გიორგი მღებრიშვილისგან ვაიბერ შეტყობინება მიიღო. სატელეფონო გზავნილში მღებრიშვილი ხსნის, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მისი გმირად გადაქცევა არაფერში სჭირდება.

"გიორგი კვირიკაშვილის პირველი საუბარი პეტრო პოროშენკოსთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე წლის დასაწყისში დავოსში შედგა. ჯერ კიდევ მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გვჭირდებაო. ვიზიტის დროს პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ საქართველო არ აპირებს სააკაშვილის წაყვანას, ის არ ჩამოართმევს მოქალაქეობას, რადგან არ სურს გმირად აქციოს. გიორგი კვირიკაშვილმა კი უთხრა, რომ პროკურორები ყოველდღიურად კავშირზე არიან და საშუალება უნდა მიეცეთ იმუშაონ. გიორგი კვირიკაშვილს გაუკვირდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს", - ნათქვამია ვაიბერ შეტყობინებაში, რომელიც ალექსეი სტოლიანოვმა, მეტსახელად "ლექსუსმა" გაასაჯაროვა.

იხილეთ ასევე: "დარდიც არ მაქვს" - რას ამბობს შს მინისტრი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

"ინტერპრესნიუსი"