ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია - კვირის პალიტრა

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ხანძარი ბორჯომის ტყეში გუშინ გაჩნდა. რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენიც იყო ჩართული. ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან 200-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

იხილეთ ასევე: ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ - რა ვითარებაა ამ დროისთვის?

"ინტერპრესნიუსი"