ბორჯომის ტყეში ცეცხლი კვლავ გაჩნდა - კვირის პალიტრა

ბორჯომის ტყეში ცეცხლი კვლავ გაჩნდა

ბორჯომის ტყეში ცეცხლი კვლავ გაჩნდა. რამდენიმე საათის წინ ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ამინდი შეიცვალა, ქარი გაძლიერდა, რამაც ცეცხლის თავიდან გაღვივებას შეუწყო ხელი.

ამ დროისთვის ბორჯომის ტყეში კვლავ ძლიერი დაკვამლიანება და რამდენიმე ადგილზე ხანძრის კერა შეინიშნება.

ხანძარს უწყვეტ რეჟიმში 200-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

იხილეთ ასევე: ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა

"ინტერპრესნიუსი"