საქართველოში ევროკავშირის ოფისმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელს მიმართა - კვირის პალიტრა

საქართველოში ევროკავშირის ოფისმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელს მიმართა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე საქართველოს მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელს მიმართა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადეს.

"საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართა ევროკავშირს სახანძრო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გამოყოფის შესახებ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზის ფარგლებში. თხოვნა უკვე გადაეცა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში მონაწილე ქვეყნებს.

ევროკავშირის კრიზისებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი მუდმივ კონტაქტში იმყოფება საქართველოს ხელისუფლებასთან. მიმდინარებობს ინფორმაციის მიღება უწყვეტ რეჟიმში და მექანიზში შემავალი ქვეყნების ინფორმირება საგანგებო სიტუაციის შესახებ", - განუცხადეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ინტერპრესნიუსს".