ყველაზე დიდი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26 ბელორუსიიდან საქართველოში უკვე გამოფრინდა - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26 ბელორუსიიდან საქართველოში უკვე გამოფრინდა

პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებეს.

"22 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის მომართვის საფუძველზე საქართველოში ბორჯომის ტყის მასივის ხანძრის ლიკვიდაციაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ბელარუსის პრეზიდენტის დავალებით, ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა საქართველოში.

ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, რომელიც ტვირთამწეობით გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი, საქართველოში ჩაფრინდება უახლოეს საათებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვერტმფრენს ხანძრისას ერთ ჯერზე 15 ტონა წყლის გადატანა და მიმოფრქვევა შეიძლია. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს დასახმარებლად თურქეთიდან ორი სახანძრო ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი უკვე ჩამოფრინდა, აზერბაიჯანული სახანძრო ვერტმფრენი კი დილიდანავე ებრძოდა ხანძარს ბორჯომის ხეობაში.

იხილეთ ასევე: "ეს ხანძრები კლიმატის ცვლილებების შედეგია"