სომხეთიდან დასახმარებლად გამოგზავნილი 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 65 მაშველი უკვე საქართველოშია - კვირის პალიტრა

სომხეთიდან დასახმარებლად გამოგზავნილი 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 65 მაშველი უკვე საქართველოშია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთმა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანა გამოყო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში სომხეთიდან 65 მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

შსს-ს ინფორმაციით, სომხეთიდან სამაშველო ძალებმა საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და საქართველოში იმყოფებიან.

საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულები არიან სხვა სახელმწიფოებიც. როგორც ცნობილია, უკვე ბორჯომის ხეობაშია ორი თურქული ვერტმფრენი. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს, საიდანაც 2 ქართული, 2 თურქული, 1 კი აზერბაიჯანულია. ვერტმფრენი გამოგზავნა ბელარუსმაც, თუმცა როდის იქნება ის ბორჯომის ხეობაში, ჯერჯერობით უცნობია.