ბორჯომის ხეობაში დღეს შესაძლოა პატრიარქი ჩავიდეს - კვირის პალიტრა

ბორჯომის ხეობაში დღეს შესაძლოა პატრიარქი ჩავიდეს

ბორჯომის ხეობაში დღეს, შესაძლოა, პატრიარქი ჩავიდეს ბორჯომის ხეობაში დღეს, შესაძლოა, პატრიარქი ჩავიდეს. ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორე ხეობაში რამდენიმე საათში ჩავა და სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის.

ბორჯომის ხეობაში უკვე იმყოფება საპატრიარქოს რამდენიმე წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, ხანძრის გამო, ბორჯომის ეპარქიაში სამი დღის განმავლობაში ღამისთევის წირვები აღევლინება.

"ინტერპრესნიუსი"