საზარელი ტრაგედია სოფელ ჩიბათთან - გარდაცვლილია ერთი ოჯახის 5 წევრი, მათგან ერთი ორსული ქალი და ბავშვი - კვირის პალიტრა

საზარელი ტრაგედია სოფელ ჩიბათთან - გარდაცვლილია ერთი ოჯახის 5 წევრი, მათგან ერთი ორსული ქალი და ბავშვი

გურიაში, სოფელ ჩიბათთან საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველთა თქმით, თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერს მისაბმელი მოსწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა.

გადარჩა მხოლოდ მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლანჩხუთის კლინიკა "მედალფას" დირექტორმა ნესტან სურგულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებული მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და რამდენიმე წუთში ოპერაციის ჩასატარებლად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ბათუმში გადაიყვანს.

"54 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას მრავლობითი პოლიტრავმა აღენიშნება. ამ წუთებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მკურნალობის გასაგრძელებლად ბათუმში გადაჰყავს. მას დამატებითი გამოკვლევები და ოპერაცია ესაჭიროება," - განაცხადა შპს "მედალფას" ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა ნესტან სურგულაძემ.

როგორც გაირკვა, ტრაგედიისას დაღუპულების ერთი ოჯახის წევრები არიან. გარდაცვლილია გადარჩენილი მამაკაცის ორი შვილი, სიძე, შვილიშვილი და მძახალი.