ბათუმიდან თბილისში სამკურნალოდ მიდიოდნენ - ვინ იყო ოჯახი, რომელიც გურიაში ავარიამ შეიწირა - კვირის პალიტრა

ბათუმიდან თბილისში სამკურნალოდ მიდიოდნენ - ვინ იყო ოჯახი, რომელიც გურიაში ავარიამ შეიწირა

გურიაში, სოფელ ჩიბათთან, გამთენიისას საზარელი ავარია მოხდა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ ტრაილერს მისაბმელი მოძვრა და საპირისპირო მიმართულებით - ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

ავტომობილში ერთი ოჯახის 6 წევრი იყო, მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შუა ხნის მამაკაცი თავის ქალის მძიმე ტრავმითა და მხრის ძვლის მოტეხილობით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ბოლქვაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 6 წლის ბავშვი ექიმთან უნდა მიეყვანა, გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი გოგონას, რომელიც სავარაუდოდ, ფეხმძიმედ იყო და ასევე მის დედამთილსაც, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გაგრძელება