"ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა"

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები - სამედიცინო კორპორაცია "ევექსი", ფარმაცევტული კომპანიები "ჯპს", "ფარმადეპო" და სადაზღვევო კომპანია "იმედი L" საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიდან გვაცნობეს.

"დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა და მაშველების გმირულ შემართებასა და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

(R)