გლდანში სატვირთო მანქანის დაგორების შედეგად 12 ავტომობილი დაზიანდა - კვირის პალიტრა

გლდანში სატვირთო მანქანის დაგორების შედეგად 12 ავტომობილი დაზიანდა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო მანქანა დაგორდა, რის შედეგადაც, სატვირთოს ჩათვლით, 12 ავტომობილია დაზიანებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

(ფოტო გადაიღო ირინა ჭყონიამ)

"ინტერპრესნიუსი"