ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას გვარამია "ფეისბუკის" გვერდზე ავრცელებს. როგორც გვარამია აღნიშნავს, ის დაკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

მისივე ინფორმაციით, საქმე უკრაინულ ვიკილიქსზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება, რომელიც თითქოსდა მასსა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკითხვა ხვალ, 15:00 საათზე მოდულის შენობაშია დაგეგმილი.

"ინტერპრესნიუსი"