რატომ დაიბარეს გიგა ბოკერია დაკითხვაზე? - კვირის პალიტრა

რატომ დაიბარეს გიგა ბოკერია დაკითხვაზე?

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "მოდულის შენობაში" ხვალ, 17:00 საათზე, ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაკითხვაზეა დაბარებული. ბოკერია ამ საქმის გააქტიურებას წინაასარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

"დამირეკეს და მთხოვეს მისვლა. დაკითხვა ეხება 2015 წელს დაწყებულ ე.წ. გადატრიალების საქმეს. რეალურ საფრთხეებთან ბრძოლის ნაცვლად ამ სისულელეებზე უწევთ დაკავება. მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტია, რომ ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს დემონსტრირება, რომ თითქოს რეჟიმის მტრებს ებრძვიან", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვალვე "მოდულის შენობაში" დაიბარეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც გვარამია აღნიშნავს, ის დაკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"