კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ჭიკაიძე საფრანგეთში ისვენებს? - კვირის პალიტრა

კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ჭიკაიძე საფრანგეთში ისვენებს?

ტელეკომპანია "იბერიის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძე საფრანგეთში, პარიზის ტურნირზე ქართველ მოჭიდავეებთან ერთად იმყოფება. ტელეკომპანიის ცნობითვე, კრიზისების მართვის საბჭოში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრისას ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ იმყოფება ალექსანდრე ჭიკაიძე ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე შვებულებაშია და ის გაცილებით უფრო ადრე გავიდა შვებულებაში, ვიდრე ხეობაში ხანძარი გაჩნდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"