"თეგეტა მოტორსის" ქსელში TOTAL-ის ბრენდის სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები გაიყიდება - კვირის პალიტრა

"თეგეტა მოტორსის" ქსელში TOTAL-ის ბრენდის სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები გაიყიდება

"თეგეტა მოტორსმა" და კომპანია TOTAL-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ "თეგეტა მოტორსიდან" გვაცნობეს.

მათი ცნობით, მემორანდუმის თანახმად, "თეგეტა მოტორსი" TOTAL-ის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში.

"TOTAL-ი გახლავთ სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. ბრენდი მთავარ აქცენტს ხელსაწყოების ხარისხზე, მარტივ და უსაფრთხო გამოყენებასა და ფუნქციონალურ დატვირთვაზე აკეთებს.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, კმაყოფილი მომხმარებელია და ეს ეჩვენი პროდუქციის ყველაზე დიდი რეკლამაა", - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

"თეგეტა მოტორსის" ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს TOTAL-ის ბრენდის შემდეგი ხელსაწყოები: ბურღები, ქანჩები, პერფორატორები, პრტყელტუჩები, ჩაქუჩები, დამცავი ხელთათმანი და ფეხსაცმელი, ხელსაწყოების ნაკრებები და სხვა მრავალი საჭირო ხელსაწყოები.

"თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში", - აღნიშნულია "თეგეტა მოტორსის" ინფორმაციაში.

(R)