ხანძარი ვაზიანში - დამწვარია 15 ჰექტრამდე მიწის ფართობი - კვირის პალიტრა

ხანძარი ვაზიანში - დამწვარია 15 ჰექტრამდე მიწის ფართობი

ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში აცხადებენ, დამწვარია 10-15 ჰექტარი მიწის ფართობი.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი ბალახზეა გავრცელებული.

"ინტერპრესნიუსი"