ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში მივიდა - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში მივიდა. ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად იმყოფება. მას შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ასევე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არიან დაბარებული.

გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში 17:00 საათზე უნდა მივიდეს.

"ინტერპრესნიუსი"