თურქულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა საქართველო დატოვეს - ბორჯომის ხეობაში სამხედრო კონტიგენტიც შემცირდება - კვირის პალიტრა

თურქულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა საქართველო დატოვეს - ბორჯომის ხეობაში სამხედრო კონტიგენტიც შემცირდება

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით"ბორჯომის ხეობაში მომუშავე რამდენიმე ვერტმფრენი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორმა თურქულმა ვერტმფრენმა და თვითმფრინავმა საქართველო უკვე დატოვა. მისივე ინფორმაციით"საქართველოდან ასევე წავიდნენ აზერბაიჯანული სადესანტო ვერტმფრენები.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საქართველოში ამ ეტაპზე რჩება ბელარუსული და აზერბაიჯანული ვერტმფრენები. ავიაციის შემადგენლობში ასევე შედის ორი ქართული ვერტმფრენი.

მინისტრის ინფორმაციითვე"ხანძრის კერების ჩასაქრობად 5 200 ტონაზე მეტი წყალი იყო გამოყენებული.

"2100-ზე მეტი შემოფრენა გააკეთეს ვერტმფრენებმა და 2100-ჯერ მეტჯერ დაასხეს წყალი ხანძრის კერებს სულ 5 200 ტონაზე მეტი წყალი იყო გამოყენებული ხანძრის ჩასაქრობად. მფრინავებმა კოლოსალური მუშაობა გასწიეს. ეს პრაქტიკულად გმირობის ტოლფასი იყო"- განაცხადა მღებრიშვილმა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სამხედრო მოსამსახურეების გარდა ბორჯომის ხეობაში კონტიგენტს შს სამინისტროც ამცირებს.

"თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა 200 ჯარისკაცისა და მათი მეთაურის ხელმძღვანელობით რჩება ზონაში. ჩვენს კონტიგენტს ჩვენც ვამცირებთ მაგრამ 24 საათიან რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას. ვიდრე ყველა ადგილი და კერა არ იქნება დამუშავებული და რისკებიც არ იქნება განულებული"- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"