რატომ დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი? - ზურაბ ნეფარიძეს ბრალი წარედგინა - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი? - ზურაბ ნეფარიძეს ბრალი წარედგინა

თბილისის საკრებულოს წევრს ზურაბ ნეფარიძეს ბრალი წარედგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ განუცხადა, ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მისი თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიგვაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია“, - განაცხადა სულხან კაპანაძემ.

მისი თქმით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს. ნეფარიძე მოდულის შენობაში, დროებით დაკავების იზოლატორში იმყოფება.

იხილეთ ასევე: ვინ არის სამართალდამცველების მიერ დაკავებული საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე

"ინტერპრესნიუსი"