ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გიორგი მღებრიშვილი მივიდა - კვირის პალიტრა

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გიორგი მღებრიშვილი მივიდა

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გიორგი მღებრიშვილი მივიდა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფება.

მინისტრი პირადად ეცნობა ვითარებას. შს მინისტრს ამ დროისთვის ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის განცხადებას სავარაუდოდ სიტუაციის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

არსებული ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში „მი 8“ ტიპის ქართული ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა.

ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ეკიპაჟის წევრებს მძიმე დაზიანებები არ აქვთ, მათ მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნებათ.

იხილეთ: ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩამოვარდა