ზუგდიდის საავადმყოფოს მე-4 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

ზუგდიდის საავადმყოფოს მე-4 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან, თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მცირეწლოვანი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე, ბავშვთა განყოფილების ერთ-ერთ პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობელი მისთვის სადილს ამზადებდა, რა დროსაც ბავშვი ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა.

ექიმების ინფორმაციით, მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს, ასევე არის მცირე სისხლჩაქცევა ტვინის არეში, რის გამოც ბავშვის თბილისში გადაყვანა იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"