"კახაბერი "კახა მერი" უნდა გახდეს" - რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერობა მომღერალმა კახა ცისკარიძემ? - კვირის პალიტრა

"კახაბერი "კახა მერი" უნდა გახდეს" - რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერობა მომღერალმა კახა ცისკარიძემ?

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

როგორც მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი პოპულარული ბათუმმა გახადა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სწორედ ბათუმის უკეთესი მომავლისთვის გადაწყვიტა. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, მომღერლის თქმით, მას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გააცნობს მოსახლეობას.

"კახაბერი "კახა მერი" უნდა გახდეს. სამი დღის განმავლობაში 2000-მდე ხელმოწერა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატი დავფიქსირდები. რაც შეეხება იმას, რატომ გადავწყვიტე მერობა, მე ვარ ბათუმელი და 6 მაისის პარკში იმიტომ შევიკრიბე, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. ვთვლი, რომ ბათუმმა და ბათუმელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გამხადა. ასე ვთქვათ, ბათუმელებისთვის ვალი მაქვს. ამიტომ მინდა, რომ ჩემი ენერგიით, ჩემი იდეებით და ჩემი გამოცდილებით ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალო. საარჩევნო პროგრამას დარეგისტრირების შემდეგ გაგაცნობთ. ბათუმი ხელოვნების ქალაქად უნდა გადაიქცეს,"- განაცხადა კახაბერ ცისკარიძემ.

იხილეთ: კახა ცისკარიძემ ბათუმის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია დააგვიანა, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

"ინტერპრესნიუსი"