როგორია ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე, ბავშვთა განყოფილების ერთ-ერთ პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობელი მისთვის სადილს ამზადებდა, რა დროსაც ბავშვი ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა.

მცირეწლოვანი ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მცირეწლოვანს თავის ტვინის ტრავმა, გულ-მკერდის ტრავმა და ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

"ინტერპრესნიუსი"