ხანძრის ახალი კერა სოფელ დაბას მიმდებარედ? - რას ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში? - კვირის პალიტრა

ხანძრის ახალი კერა სოფელ დაბას მიმდებარედ? - რას ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში?

სოფელ დაბას მიმდებარედ მთის ერთ-ერთ ფერდობზე კვამლი შეინიშნება. როგორც სოფელ დაბადან ჩანს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ „მთის ფერდობზე გაჩენილი კვამლი ხანძრის ახალი კერა არ არის, მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება და კვამლი და მტვერი შესაძლოა, ქარს უკავშირდებოდეს“.

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტებად შენიღბული დივერსანტები დაძრწოდნენ და ხანძრებს აჩაღებდნენ"

"ინტერპრესნიუსი"