გორის გვირაბთან ხანძარია - კვირის პალიტრა

გორის გვირაბთან ხანძარია

გორის გვირაბთან ხანძარია. ცეცხლი ბალახებს მოეკიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

უწყებაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი. სახანძრო ბრიგადები ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"