რა ვითარებაა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

რა ვითარებაა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა

28 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენიც ჩაერთო.

ახალციხის გამგებლის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, სოფელ სვირის მიმდებარედ ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებითაა.

„მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს სპეციალური სამსახურები. დილიდან ვერტმფრენმაც დაიწყო მუშაობა. ღამის განმავლობაში მოვაწყვეთ მისთვის წყლის ასაღები რეზერვუარი. გავრცელების არეალი დიდი არ არის. დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებითაა ხანძარი. ფერდობზე ცოტა მიუვალი ადგილია, თუმცა ცოცხალი ძალა პრაქტიკულად უკვე შესულია ტყეში და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება", - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ხანძრის ლოკალიზებას "უახლოეს პერიოდში" ელოდება. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, ხანძრის წიწვოვან ტყეზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

"რა ფართობზეა მოდებული ხანძარი, ამას დავადგენთ ცოტა ხანში. გუშინ, დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო და არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. გავაკეთეთ ხელოვნური ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს დილიდან დავამატეთ ცოცხალი ძალა. ერთი სიტყვით, ჩართულია ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალა და ტექნიკა და პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება", - განაცხადა შს მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით