ხანძარი აბასთუმნის ტყეში - ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენი ახალციხიდან მიემართება - კვირის პალიტრა

ხანძარი აბასთუმნის ტყეში - ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენი ახალციხიდან მიემართება

აბასთუმნის ტყეში ხანძარია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირიდან, სადაც ასევე ხანძარის ლოკალიზება მოხდა, ამ წუთებში აბასთუმნისკენ მიემართება.

"ინტერპრესნიუსი"