დიდველზე საბაგირო გაითიშა, ხალხის ნაწილი კი გონდოლებშია დარჩენილი - კვირის პალიტრა

დიდველზე საბაგირო გაითიშა, ხალხის ნაწილი კი გონდოლებშია დარჩენილი

"ხალხის ნაწილი გონდოლებშია დარჩენილი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს"

ბაკურიანში, დიდველზე, ერთ-ერთი საბაგირო გაითიშა. როგორც დამსვენებლებმა განაცხადეს, ამის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტაა.

მათივე ინფორმაციით, ხალხის ნაწილი გონდოლებშია დარჩენილი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ნაწილი კი, ვინც გონდოლებიდან გადმოსვლა მოახერხა, ბაკურიანში ფეხით მიემართება.

ამასთან, ისინი პროტესტს გამოთქვამენ გენერატორის არ ქონის გამო.

”ვართ ახლა დიდველზე, მესამე წერტილზე. არ არის სინათლე, არ არის გენერატორი. ნისლია და იმის გამო, რომ არ დაგვიღამდეს, ფეხით ჩავდივართ დაბლა, ბაკურიანში”, - აცხადებს დამსვენებლების ნაწილი.

"ინტერპრესნიუსი"