BIAFF ბათუმის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმაზე “ალტერნატიული ტალღა 2017“ შერჩეული პროექტები - კვირის პალიტრა

BIAFF ბათუმის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმაზე “ალტერნატიული ტალღა 2017“ შერჩეული პროექტები

BIAFF კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” 2017 წლის გამოშვებისთვის დასრულდა პროექტების შერჩევა.

„ალტერნატიულ ტალღა 2017“-ისთვის შეირჩა შემდეგი პროექტები:

1. მკვლელობები - პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები

2. ნინა - პროდიუსერი და რეჟისორი კოტე თაყაიშვილი

3. ოთარის სიკვდილი - პროდიუსერი ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ “სოსო” ბლიაძე

4. პანთეონი - პროდიუსერი ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე

5. სამგლე - პროდიუსერი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი

6. უხერხემლო - პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე

7. ქორწილი ჩემს ქუჩაზე - პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია

8. წყნარი მთა - პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე

სკრიპტ დოქტორები - ნიკოს პანაიატოპოლოსი /MFI- ექსპერტი/, კლერ დოუნსი /EAVE-ს ექსპერტი/.

კოპროდუქციის პლატფორმების წარმომადგენლები და ორგანიზატორები - ტობიას პაუზინგერი /Cinemart, Sinelink, Biennale College - ის ექსპერტი/ და გიულინ უსტუნი /Meetings On the Bridge, Berlin Coproduction Market-ის ექსპერტი/.

ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი.

შეხვედრები გაიმართება სასტუმრო Wyndham Batumi- ს საკონფერენციო დარბაზში.

კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ალტერნატიული ტალღის იმეილზე - awbiaff@gmail.com

ალტერნატიული ტალღის მხარდამჭერები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო