აბასთუმანში ხანძარს აზერბაიჯანული და ირანული ვერტმფრენებიც ჩააქრობენ - კვირის პალიტრა

აბასთუმანში ხანძარს აზერბაიჯანული და ირანული ვერტმფრენებიც ჩააქრობენ

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება, - ინფორმაციას ამის შესახებ ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.

”დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.

რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.

ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.

მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს. გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.

საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს”, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

"უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში სადაზვერვო-დივერსიულ ხანძარს ვუყურებთ. ფაქტობრივად, საქართველოს ცეცხლი "გაუხსნეს"

"ინტერპრესნიუსი" "უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში სადაზვერვო-დივერსიულ ხანძარს ვუყურებთ. ფაქტობრივად, საქართველოს ცეცხლი "გაუხსნეს"