"ანა კურბატოვას მუქარის წერილები მისდიოდა" - ვინ და რატომ გაიტაცა კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი? - კვირის პალიტრა

"ანა კურბატოვას მუქარის წერილები მისდიოდა" - ვინ და რატომ გაიტაცა კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი?

კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეარხი „როსია 24“ ავრცელებს.

"დღეს კიევში გაიტაცეს ჩვენი კოლეგა, პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა, რომელიც დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

როგორც ამბობენ, 29 წლის სტავროპოლში მცხოვრებ ჟურნალისტს მუქარის წერილები მისდიოდა, რადგან ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა 26 აგვისტოს ის "შავ სიაშიც" შეიყვანა, მას ადანაშაულებდნენ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამართული აღლუმი ტენდენციურად გააშუქა, ამასთან ერთად, მას ბრალს სდებდნენ ანტიუკრაინულ პროპაგანდაში.

აღნიშნული შესახებ სხვა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.