"აბასთუმნის ტყეში შეიძლება დამატებითი გზების გაჭრა დაგვჭირდეს" - კვირის პალიტრა

"აბასთუმნის ტყეში შეიძლება დამატებითი გზების გაჭრა დაგვჭირდეს"

"რელიეფი ძალიან რთულია და ღამე ცოცხალ ძალასაც უჭირს მუშაობა. მიუხედავად ამისა, მაინც ვტოვებთ გარკვეულ ნაწილს, რათა არ მოხდეს ღამე ხანძრის გავრცელება"

უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეხანძრე-მაშველებისა და განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადმა ნაწილმა აბასთუმანში, სტიქიის ზონა დატოვა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, ადგილზე რჩებიან მორიგე ჯგუფები.

"დღის ბოლოსთვის ჩვენი მეხანძრე-მაშველების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ტყიდან გამოგვყავს. მორიგე ჯგუფები მცირე ოდენობით ადგილზე რჩებიან 24-საათიანი მორიგეობისთვის. რელიეფი ძალიან რთულია და ღამე ცოცხალ ძალასაც უჭირს მუშაობა. მიუხედავად ამისა, მაინც ვტოვებთ გარკვეულ ნაწილს, რათა არ მოხდეს ღამე ხანძრის გავრცელება. დამატებითი გზების გაჭრა შეიძლება დაგვჭირდეს. წუხელ 5 კილომეტრამდე გაიჭრა გზა, დღეს კიდევ გაიჭრა გზები. გაჭრილი გზები ხელს შეუშლის ხანძრის გავრცელებას და ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკის შეყვანას ხანძრის კერებამდე",- განაცხადა მღებრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"